მომდევნო ხუთ წელიწადში, ერთი ყველაზე ცხელი იქნება აღრიცხულთა შორის და არსებობს სამიდან ორი შანსი, რომ პლანეტამ გლობალური დათბობის 1,5 °C-იანი ზღვარი გადაკვეთოს. ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალი მოხსენება იუწყება.
მოხსენება, რომელსაც გლობალური კლიმატის ათწლეულის ყოველწლიურ განახლებას უწოდებენ, გვაფრთხილებს, რომ თუ კაცობრიობა სათბურის აირების გაფრქვევის ნულამდე შემცირებას ვერ შეძლებს, უფრო და უფრო უარესი სითბური რეკორდები ამ ათწლეულსაც გასცდება.
საინტერესოა, რა განაპირობებს მომდევნო ხუთი წლის შავბნელ პერსპექტივას? მოსალოდნელი ელ-ნინიო, გლობალური დათბობის საერთო ტენდენციის ფონზე, სავარაუდოდ, გლობალურ ტემპერატურას რეკორდულ დონემდე ასწევს.
განიცადა თუ არა პარიზის შეთანხმებამ უკვე კრახი? გადასცდება თუ არა გლობალური ტემპერატურის მატება 1,5 °C-იან ზღვარს ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით? არა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა გველოდება, თუ ემისიებს სასწრაფოდ არ დავიყვანთ ნულამდე.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, არსებობს 98-პროცენტიანი შანსი, რომ მომდევნო ხუთი წლიდან სულ მცირე ერთი, ისტორიაში აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი იყოს. ამას გარდა, 66 პროცენტია იმის შანს, რომ მათგან სულ მცირე ერთ წელს ტემპერატურამ 1,5°C-იანი ზღვარი გადალახოს.
32 პროცენტია შანსი, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 1,5°C-იანი ზღვარი გადალახოს. 1,5°C-ზე დროებითი გადაჭარბების შანსი 2015 წლიდან სტაბილურად იზრდება, მაშინ, როცა ის ნულის სიახლოვეს იყო. 2017-2021 წლებში ამის შანსი 10 პროცენტი იყო.
ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეულმა სათბურის აირების გამოყოფამ უკვე განაპირობა გლობალური საშუალო ტემპერატურის 1 °C-ზე მეტით მომატება მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდთან შედარებით. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის გლობალური საშუალო ტემპერატურა 1.15 °C-ით მეტი იყო 1850-1900 წლების საშუალო ტემპერატურაზე, მიუხედავად იმისა, რომ ლა-ნინიას გაციების ეფექტები ჰქონდა. ამჟამად, ტემპერატურა ათ წელიწადში 0,2°C-ით იმატებს.
ამჟამად მეცნიერებს ხელთ აქვთ საუკუნეზე მეტი პერიოდის გლობალური საშუალო ტემპერატურის მონაცემები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი რეკორდების მიღწევა რთულდება. ტენდენცია რომ არ არსებობდეს, დროის მსვლელობასთან, შეგროვებული მონაცემების ზრდასთან ბუნების ცვალებადობის უკეთ აღრიცხვასთან ერთად, სულ უფრო ნაკლებ რეკორდს უნდა ველოდეთ.
ამის ნაცვლად, ვინაიდან მსოფლიოს სწრაფად ვათბობთ, უფრო მეტი რეკორდი მყარდება როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივ დონეზე. კლიმატზე ადამიანის გავლენა ტემპერატურას უპრეცედენტოდ მაღლა, თანაც საგანგაშო სიხშირით მიაქანებს.
The heat stretching from Western Africa across the Middle East and into India atm is incredible. 45C plus (113F) in many regions across the entire landmass. These 3 major regions, where billions live, are identified as being virtually uninhabitable in a world of 2C global heating pic.twitter.com/LBjeTqlzAa
— Peter Dynes (@PGDynes) May 17, 2023
გლობალური საშუალო ტემპერატურის ამჟამინდელი რეკორდი 2016 წელს დაფიქსირდა. ამ წლის დასაწყისში მომხდარმა ელ-ნინიოს დიდმა მოვლენამ გლობალური საშუალო ტემპერატურა ასწია.
ელ-ნინიოს მოვლენები ცენტრალურ და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ხდება და დაკავშირებულია ზღვის ნორმალურზე მაღალ ტემპერატურასთან. შედეგად, ატმოსფეროს ქვედა ნაწილი თბება და გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 0,1 °C-ით იმატებს. შეიძლება არც ისე ბევრი ჩანდეს, მაგრამ სწრაფ ფონურ დათბობასთან ერთად, საკმარისია, რომ წინა რეკორდი მოიხსნას.
გლობალური ტემპერატურის ამჟამინდელი რეკორდიდან შვიდი წლისთავზე, ადამიანებმა სათბურის ეფექტის გაძლიერება მაინც გააგრძელეს. ეს კი ახალ რეკორდს უფრო მეტად სავარაუდოს ხდის.
ელ-ნინიოს გარემო პირობები წყნარ ოკეანეში გაჩენას იწყებს და სულ უფრო იზრდება; მოვლენა სავარაუდოდ ივნისსა და ივლისში მოხდება. ის შეიძლება პირველი დიდი ელ-ნინიო იყოს 2016 წლის შემდეგ. ელ-ნინიო დიდად ზრდის შანსს, რომ 2016 წლის გლობალური საშუალო ტემპერატურის რეკორდი 2024 წელს მოიხსნას.
პარიზის შეთანხმებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი. მისი მთავარი მიზანია, რომ არ დავუშვათ, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით 2°C-ზე მეტით აიწიოს, იდეალურ შემთხვევაში კი მატება 1.5 °C-ს ქვემოთ დარჩეს.
პროგნოზი, რომ რომელიმე ცალკეულ წელს საშუალო ტემპერატურა 1.5 °C-ით მაღალი იქნება, საგანგაშოა. თუმცა, არ ნიშნავს იმას, რომ პარიზის შეთანხმებამ კრახი განიცადა. შეთანხმების მიზანია, რომ გრძელვადიანი გლობალური დათბობა ისეთ დონემდე შეზღუდოს, რომ აგვაცილოს დიდი კლიმატური გავლენები, მათ შორის, ეკოსისტემის დანაკარგები. ერთი ან ორი წელი, როდესაც ტემპერატურა 1.5 °C-ით მეტი იქნება, კრახს არ ნიშნავს.
თუმცა, ვინაიდან სათბურის აირების გაფრქვევა გრძელდება, მსოფლიო სულ უფრო უახლოვდება, რომ გლობალურმა დათბობამ 1.5 °C-იანი ზღვარი გადალახოს. პროგნოზი, რომ რომელიმე ცალკეული წელიწადი ამ ტემპერატურას ასცდება, გაფრთხილებად უნდა მივიღოთ.
The difference between 1.5°C & 3°C global warming means vastly different scenarios for the future.
Our survival on this planet hinges on these few degrees.
Addressing the climate crisis & limiting temperature rise is possible, if we #ActNow. https://t.co/X0Shwfcd3n via @UNFCCC pic.twitter.com/NUxzA1V18T
— United Nations (@UN) May 11, 2023
წარსულის უმოქმედობამ გამონაბოლქვის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით, გამოიწვია ის, რომ ახლა მსოფლიო 1.2 °C-ით უფრო ცხელია. გლობალური გამონაბოლქვი რეკორდულად მაღალი რჩება და შესაბამისად, ვაგრძელებთ სათბურის ეფექტის გაძლიერებას და პლანეტის გათბობას.
თუკი მოვახერხებთ და გლობალურ დათბობას 2 °C-ზე დაბლა მოვაქცევთ, ასე უნდა გააგრძელოს მომავალმა თაობებმაც, რათა პლანეტა მათთვის მეგობრული დარჩეს.
გამოსავლის შესახებ უკვე ათწლეულებია ვიცით. გამონაბოლქვი ნულამდე უნდა შევამციროთ, რათა დედამიწის გათბობა შეწყდეს. ამ მიმართულებით მთავარი როლი დიდმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.