დედაენის ბაღში საქართველოს ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა
დედაენის ბაღში საქართველოს ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

დედაენის ბაღში საქართველოს ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაში 100-მდე მეწარმე მონაწილეობს. გამოიფინა ხელნაკეთი აქსესუარები, სამკაულები, ტყავის და თექის ნაწარმი, ფერწერის ნიმუშები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვა.

გამოფენის მიზანია მეწარმეების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობა.

გამოფენას საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი, USAID-ის პროგრამების წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„მოხარული ვართ ამ სადღესასწაულო ბაზრობაზე ყოფნით, სადაც წარმოდგენილია 100-მდე USAID​-ის პარტნიორი და ბენეფიციარი კომპანია მთელი საქართველოდან, რომლებიც სადღესასწაულო საჩუქრებს, საკვებისა და ღვინოს, ასევე სხვადასხვა საიუველირო ნაწარმს, კერამიკასა თუ სხვა ნივთებს ყიდიან. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ეს ბიზნესები, რომელსაც USAID​ უჭერს მხარს, ქართულია. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა მეწარმეებისაა, ქალების. ხშირად, სოფლად მცხოვრები საზოგადოებისგან. ჩვენ ამას მეწარმეობის წასახალისებლად ვაკეთებთ. ასევე კერძო სექტორის ზრდისთვის“,- განაცხადა USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ უიბლერმა.

დედაენის ბაღში გამოფენა 20:00 საათამდე გაგრძელდება.