„გირჩი“ 18 ივნისს დედაენის ბაღში გეგმავს აქციას „მხოლოდ ევროპისთვის“
„გირჩი“ 18 ივნისს დედაენის ბაღში გეგმავს აქციას „მხოლოდ ევროპისთვის“

პარტია „გირჩი“ შაბათს, 18 ივნისს, 13:00 საათზე დედაენის ბაღში აქციას „მხოლოდ ევროპისთვის“ აანონსებს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

„ევროპაში ინტეგრაცია არ არის რომელიმე ერთი პარტიის არჩევანი. ეს არის ჩვენი საერთო შანსი, გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ამიტომ, ამ პროცესის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისათვის გამოყენება ჩვენთვის მიუღებელია.

ამასთან ერთად, შექმნილ პირობებში, მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის მიმართ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააფიქსიროს მხარდაჭერა. გთავაზობთ, შაბათს, 13:00 საათზე შევიკრიბოთ დედაენის ბაღში და ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს ნამდვილი ევროპული ქვეყანა და როგორ შეიძლება დაჩქარდეს ჩვენი ევროინტეგრაცია.

ჩვენი შეკრება არ უპირისპირდება რომელიმე სხვა აქციას, თუმცა, მათგან განსხვავებით, არ მოიცავს რაიმე დამატებით პოლიტიკურ ქვეტექსტს, ამიტომ, ჩვენ ღია ვართ ყველა ადამიანის მიმართ, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა. გაგვიხარდება, თუ აქციას სხვა პოლიტიკური პარტიებიც შემოუერთდებიან“, – აცხადებენ „გირჩში“.

საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ასევე დაგეგმილია ორი აქცია, 16 და 20 ივნისს.