დავით ზილფიმიანი - რწმენის განმტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, მხოლოდ ფაქტებით არის შესაძლებელი
დავით ზილფიმიანი - რწმენის განმტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, მხოლოდ ფაქტებით არის შესაძლებელი

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რწმენის განმტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, მხოლოდ ფაქტებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.

„აუცილებლად ვიქნები დროებით საგამოძიებო კომისიაში. ამ კომისიის შექმნის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რაც დღეს ხდება. როცა საზოგადოება იმ აზრზეა, რომ არჩევნები გაყალბდა, შინაგანი რწმენის განმტკიცება შეიძლება მხოლოდ ფაქტებით. ამ ფაქტების გარეშე ლაპარაკი ძალიან რთულია და არც არის მიზანშეწონილი. ყველას მოვუწოდებ, ყველა ის გარემოება მოგვაწოდონ, რას უნდა მიექცეს ყურადღება, რა სეგმენტში და როგორ მოხდა გაყალბება. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დღემდე ლაპარაკად ქცეულ საკითხზე ფაქტობრივი გარემოება დადგეს. ეს არის ჩემი კომისიაში შესვლის მიზანი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.