დავით ზალკალიანმა და დიმიტრი კულებამ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
დავით ზალკალიანმა და დიმიტრი კულებამ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას დიმიტრი კულებას შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასებს საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის დინამიკა ყველა სტრატეგიულ საკითხზე და მათ შორის აღნიშნეს ბოლო პერიოდში გაზრდილი მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გარდა ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საერთო გამოწვევებსა და მისწრაფებეზე ორი ქვეყნის პოზიციონირებას. ამ კუთხით მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები და ის ღონისძიებები, რაც ამ მიმართულებით არის განსაზღვრული უახლოეს მომავალში.

მინისტრებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, ისევე როგორც ორივე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით ერთიანი ნაბიჯების გადადგმის მზაობა.

დატოვე კომენტარი