დავით ზალკალიანი მოქალაქეებს მიმართავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობამდე, იქ დაწესებულ რეგულაციებს კარგად გაეცნონ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მოქალაქეებს ურჩევს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობამდე, იქ დაწესებულ რეგულაციებს კარგად გაეცნონ.
„ჩვენმა მოქალაქეებმა პირველ რიგში კარგად უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ დაწესებული რეგულაციები. ზოგ ქვეყანას ევროკავშირის შიგნით ერთმანეთის მიმართ საზღვარი გახსნილი აქვს, ზოგს არ აქვს. ზოგს გარკვეული წინაპირობით აქვს გახსნილი. ამიტომ ძალიან კარგად უნდა გაეცნონ იმ რეგულაციებს, რომელიც აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაწესებული ერთმანეთის მიმართაც.
ამიტომ ჩემი რჩევაა, ვიდრე გაემგზავრებიან, თუ კი აპირებენ ისინი ევროკავშირის ერთი წევრიდან მეორე ქვეყანაში გადასვლას, კარგად გაეცნონ იმ რეგულაციებს. ყველა ეს რეგულაცია გამოქვეყნებულია ამ ქვეყნების შესაბამის საიტებზე და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს წვდომა ამ კონკრეტული ქვეყნების საიტებთან“,- განაცხადა ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.