დავით ზალკალიანი ენტონი ბლინკენს ნატო-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორის – საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობა სახელმწიფო მდივან ბლინკენს ნატო-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, იმისათვის, რომ ხაზი გაესვა საქართველოს საკითხს მაღალი დონის დღის წესრიგში და ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის ავღანეთში განვითარებული მოვლენების დროს. მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორის – საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“.