დავით ზალკალიანი - ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა, რაც დადასტურდა ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე
ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან მიმართებაში, რაც დადასტურდა ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე – ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის მიერ დიპლომატებთან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.
“გუშინაც გენერალური მდივნის მხრიდან აღინიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული არჩევანია. ჩვენი ატლანტიკური კურსი გამყარებულია იმ რეფორმებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. გამყარებულია იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ორმხრივ ფორმატებში ნატოელ პარტნიორებთან და გავაგრძელებთ სვალს იქით, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს, გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, გამყარდეს სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტები, რადგანაც ძლიერი, თანმიმდევრული საგარეო კურსის გამტარებელი ქვეყანა არის რეგიონში სტაბილურობის სერიოზული გარანტი”, – აცხადებს დავით ზალკალიანი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.