ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ
ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა უცხოეთში აკრედიტებულ რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, თანაზომიერ რეაგირებას მოვახდენთ. ჩვენი კოლეგები, რომლებიც გამწვავებაზე თამაშობენ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსის სამხედრო ორბიტაში ჩართვისკენ მიისწრაფვიან, უმჯობესია, დაფიქრდნენ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა სხვა პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც ერთობლივი მუშაობისკენ იქნება მიმართული. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ესაუბრა.

„ევროპაში უსაფრთხოების, სტაბილურობის უზრუნველყოფის გასაღები  თანამშრომლობის გაფართოებაში, ნდობის აღდგენაშია და არა  – რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ახალი ბაზების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებაში, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა კრემლში ელჩების მიღებისას.