დავით სერგეენკოს განცხადებით, მცირეწლოვანი თბილისში ჩუტყვავილას იშვიათი ფორმით გარდაიცვალა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მცირეწლოვანი თბილისში ჩუტყვავილას იშვიათი ფორმით გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა.
რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ამ დაწესებულებაში ჩატარებული იყო შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა.
კიდევ ერთხელ, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ პატარას ოჯახს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
თბილისში, №56 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მცირეწლოვანს ანემია ჰქონდა, რასაც ჩუტყვავილას გართულება დაერთო. არსებული ინფორმაციით, ბავშვის დაღუპვა ამან გამოიწვია.