დავით სერგეენკო - ვცდილობთ, ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტუნარიანი იყოს და ახალი მოთამაშეების შემოსვლა შესაძლებელი გახდეს
ვცდილობთ, სისტემა ისე მოვაწყოთ, რომ ფარმაცევტული ბაზარი მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს და ახალი მოთამაშეების შემოსვლა შესაძლებელი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულება მკაფიოდ მომუშავე ხარისხის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაა.
„არც ადრე და არც ახლა ჩვენ რომელიმე კერძო კომპანიაზე ფოკუსირება არ გვქონია. ჩვენ ვცდილობთ, სისტემა ისე მოვაწყოთ, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს და ახალი მოთამაშეების შემოსვლა შესაძლებელი გახდეს, რაც ყოველთვის კარგია და კონკურენციას ხელს უწყობს. მეორე მხრივ,
ჩვენი ვალდებულებაა და წლის განმავლობაში შედეგებს დავინახავთ, რომ მკაფიოდ მომუშავე ხარისხის კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდეს. კერძო-სახელმწიფო პარტნიორობასთან ერთად, ეს ორი ფაქტორი იმის გარანტია, რომ ჩვენ შედეგები მივიღოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.