შიდსის ცენტრის პროექტირებაზე ინტერესთა გამოკითხვა დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, შიდსის ცენტრი სტრატეგიული სამედიცინო ობიექტია, რომლის აშენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
„ძალიან სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა. საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტერიტორია შერჩეულია დიღმის კლინიკების კლასტერში. გუშინდელი მდგომარეობით დასრულდა ინტერესთა გამოკითხვა პროექტირებაზე. უშუალოდ ჩართული ვარ პროექტის მენეჯმენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, დღეიდან ორ წელიწადში ახალი და თანამედროვე სტანდარტებით გამართული შენობა გვექნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.