დავით სერგეენკო - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების განცხადება მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესებს სწორად ხედავენ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებისგან წამოსული განცხადება მნიშვნელოვანია ორი რამით: ერთი ის, რომ არის პრაგმატული და არა ემოციური. მეორე ის, რომ ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესებს სწორად ხედავენ და მაღლა აყენებენ. რა თქმა უნდა ამას მივესალმებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ, პაატა მანჯგალაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„რაც შეეხება კონკრეტულ პირობებს, ეს კონკრეტული შეხვედრების და კონსულტაციების საქმეა. თუმცა, ამ მოსაზრების შეფასება ჩემგან ცალსახად დადებითი იქნება. შეხვედრები შეიძლება ნებისმიერთან გაიმართოს, ვისაც პრაგმატული და სახელმწიფოებრივი ინტერესები ამოძრავებთ. ალბათ, პარტიული ლიდერშიფის ის ნაწილი, რომელიც ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს, შეფასებებს გააკეთებენ“, – განაცხადა სერგეენკომ.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციური ერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება მისაღებ ვარიანტს თუ შესთავაზებს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლადაც მიიღებს.