დავით სერგეენკო - შეზღუდვების შემსუბუქება იმის მანიშნებელია, რომ პერსპექტივა უმჯობესდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება იმის მანიშნებელია, რომ პერსპექტივა უმჯობესდება.
„შეზღუდვების შემსუბუქებაზე თუ პირიქით, გაძლიერებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვლადი ინდიკატორის საფუძველზე მიიღება. საბედნიეროდ, შეზღუდვები მიდის შემსუბუქებისკენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების პერსპექტივა უმჯობესდება. მოლოდინია ვაქცინების მსხვილი პარტიის, რომელიც ორ კვირაშია მოსალოდნელი და დაიწყება მასიურად ვაქცინაცია“, – აცხადებს სერგეენკო.
ამასთან, დავით სერგეენკომ კომენტარი გააკეთა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის ვადის გაგრძელებაზე, რომელიც დღეს გადის სხდომაზე.
„პატივცემულ ოპოზიციას ვეტყვი, რომ პანდემია არის და არსად წასულა. მთავრობას რეაგირების საშუალება უნდა ჰქონდეს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი მაინც და მაინც გამკაცრებისკენ წავა. თუ შეზღუდვები იქნება შესამსუბუქებული, ეს მოხდება და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.