დავით სერგეენკო - საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე თავის ვერდიქტს გამოიტანს
ვინც ქვეყანაში ასეთი განწყობით ცხოვრობს და თავის თავს რატომღაც პოლიტიკოსს უწოდებს, ალბათ ამის უფლება არ აქვს, რადგან საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე თავის ვერდიქტს გამოიტანს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განუცხადა, რითაც მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადება შეაფასა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგმა აჩვენა, ამ ადამიანებს რა რეიტინგი ჰქონდათ.
„მგონი, საუბარი ანტიდასავლურზეც არ არის, მგონი, საუბარი წესზე, რიგსა და აღზრდაზეა”, – განაცხადა სერგეენკომ.