დავით სერგეენკო - ვფიქრობ, ოპოზიცია გადაეჩვია საქმის კეთებას და უნდათ, რომ პროტესტით მიაღწიონ მიზანს
დავით სერგეენკო - ვფიქრობ, ოპოზიცია გადაეჩვია საქმის კეთებას და უნდათ, რომ პროტესტით მიაღწიონ მიზანს

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარება 5-6 მოვლენებზე უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. გუშინ ამაზე ბიუროს სხდომაზე გვქონდა განხილვა და გადაწყდა, რომ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ ეს სასესიო მოსმენით მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ამისთვის სპეციალურად ჩაინიშნება რიგგარეშე სესია. უახლოეს დღეებში ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი“, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება გუშინ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს, სერგეენკო ფიქრობს, რომ ოპოზიცია გადაეჩვია საქმის კეთებას და სურთ, პროტესტით მიაღწიონ მიზანს.

„მგონი, ოპოზიცია გადაეჩვია საერთოდ საქმის კეთებას და უნდათ, რომ პროტესტით მიაღწიონ მიზანს. დღეს ვეცდები თავი შევიკავო მკაცრი კრიტიკისგან, რადგან ახალგაზრდა კაცის დაკრძალვის დღეა და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა მწუხარება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება ნამდვილად ტრაგედიაა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, მიღებული დაზიანებებით თუ ზედოზირებით. რაც წესი და რიგი არსებობს და ეს ყველამ უნდა დაიცვას, მათ შორის პოლიტიკურად ყველაზე ანგაჟირებულმა ადამიანებმა. სიმართლე არ არის მოწონებით ან არ მოწონებით და რა მაწყობს და რა – არა. უკვე ზღვარს გადასცილდა, რომ თუკი რამე დასკვნა გამოქვეყნდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, არა, ცუდია არ მომწონს. ბატონებო და ქალბატონებო ეს არ არის მოწონება არ მოწონებაზე. უნდა ვიაროთ სიმართლით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ჯანმრთელობის დაზიანების და მით უმეტეს გარდაცვალების მიზეზი სამარცხვინო და გამაშავებელი არ არის. თუნდაც ეს ზემოქმედების ქვეშ ყოფნა იყოს. მივლენ ბოლოში, საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებენ და ამის შემდეგ შეიძლება დასკვნების გაკეთება, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სერგეენკომ აქციის მონაწილეების მხრიდან პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისი რეალური მიზეზი არ არსებობს.

„ამის რეალური მიზეზი არ არსებობს. რაც შეეხება პრემიერის მიერ 5-6-ში გაკეთებულ განცხადებებს, აქ ვიყავი და კარგად მახსოვს. როდესაც დაიწყო ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პარლამენტის წინ ჯერ 11:00 საათი არ იყო. პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა 11:00 საათზე. შესაბამისად, ძალადობრივი ქმედებები უკვე დაწყებული იყო. იმისთვის, რომ დადგეს პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის პასუხისმგებლობა, უნდა იყოს ობიექტური და უტყუარი ინფორმაცია მოწოდებული. მერე მხრივ, საჯაროდ უნდა იყოს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოვა და სესიის ფარგლებში ყველა კითხვას პასუხს გასცემს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.