დავით სერგეენკო - ქვეყნებმა, რომლებსაც მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ
დავით სერგეენკო - ქვეყნებმა, რომლებსაც მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყნებს შორის ვაქცინის განაწილება არასამართლიანი იყო და ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მუდმივად ხაზს უსვამს. მისივე თქმით, ქვეყნებმა, რომლებსაც მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ

ამასთან, როგორც დავით სერგეენკო ამბობს, მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი განაწილება მოხდეს.

„ქვეყნებს შორის ვაქცინის განაწილება არასამართლიანი იყო და ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მუდმივად უსვამს ხაზს. ქვეყნებმა, რომლებსაც ძალიან მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ. მათთან მოლაპარაკებები მაშინვე დაიწყო, როგორც პირდაპირი მოლაპარაკებები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გავლით. მალტის შემთხვევა სიახლე არ არის. მალტას შემთხვევა გამონაკლისი არ არის. ასეთი შემთხვევა იყო კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, რომლებმაც მეტი ვაქცინა შეუკვეთეს. მუდმივად მიდის მოლაპარაკება არა მხოლოდ საქართველოს მიერ, არამედ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, რათა სამართლიანი განაწილება მოხდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.