ქვეყანაში პირბადეების სისტემური დეფიციტი არ არსებობს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ერთ აფთიაქში არ იქნება პირბადე, მისი შეძენა ახლომდებარე აფთიაქში აუცილებლად იქნება შესაძლებელი.
„გუშინ წინ იყო პირბადეების მარაგი პრობლემა, დავუკავშირდით ამ აფთიაქებს და იმავე საღამოს მოგვარებული იყო ეს ყველაფერი . საქართველოში ნამდვილად არ არის აფთიაქების დეფიციტი. 100 მ-ში შეიძლება ოთხი აფთიაქი იყოს. თუ ერთგან არ არის, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, იქნებ მეზობელ აფთიაქში შევიდეს და აუცილებლად შეიძენს. პირბადეების სისტემური დეფიციტი ნამდვილად არ არსებობს. თუ ცალკეულ აფთიაქებში არ იქნება, იქვე გვერდზე იქნება მეორე აფთიაქი, სადაც აუცილებლად შეიძენთ“, – განაცხადა სერგეენკომ.