დავით სერგეენკო - პიჯაკის ჯიბეში წინასწარ არ მიდევს გადაწყვეტილება, დავუჭერ თუ არა მხარს ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას
დავით სერგეენკო - პიჯაკის ჯიბეში წინასწარ არ მიდევს გადაწყვეტილება, დავუჭერ თუ არა მხარს ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის პოზიცია ერთიანი და ჩამოყალიბებული იქნება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოისმინონ მათი არგუმენტაცია, დასაბუთება და გაითვალისწინონ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„ასე, წინასწარ, პიჯაკის ჯიბეში არ მიდევს გადაწყვეტილება, დავუჭერ თუ არა მხარს მათ მოთხოვნას. როგორც ჩანს, სწორი იყო ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, რადგან ამის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა სერგეენკომ.

პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების მიმართვას მხარი ერთხელ უკვე არ დაუჭირა, როცა 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.