დავით სერგეენკო - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოზიციაზე არ განიხილება
ჩემი კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე არ განიხილება, – განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მან რამდენიმე თვის წინ მედიისგან შეიტყო.
“ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული მოულოდნელობა იყო. სრული არა, რადგან რამდენიმე თვის წინ ისევ მედიისგან გავიგე, რომ თითქოს ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა. გიდასტურებთ და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ჩემი კანდიდატურა არანაირი ფორმატით არ განიხილება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე”,- აღნიშნა სერგეენკომ.