დავით სერგეენკო - ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალებამ დამანახა, რომ სოციალური სამსახურის მიმართულების ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს
დავით სერგეენკო - ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალებამ დამანახა, რომ სოციალური სამსახურის მიმართულების ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს

ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალებამ დამანახა იმის საჭიროება, რომ ცვლილებები რომლებიც დაგეგმილი იყო, სწრაფად უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სოციალური მუშაკები ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში რეალურად მარტო აღმოჩნდნენ.

„წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, დამანახა იმის საჭირეობა, რომ ბევრი ცვლილება, რაც დაგეგმილი იყო და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვნად სწრაფად. მე მოგახსენებთ რა პრობლემა დავინახეთ ამ მხრივ – სოციალური მუშაკები აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში რეალურად მარტონი, რაიმე ეფექტური უკუკავშირი სამინისტროსთან, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი.ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთი თვის წინ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ამ საბჭოს მინისტრი ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმურად შეხვედრები თვეში ერთხელ არის წინასწარ გაწერილი, შესაძლებელია მისი ნებისმიერი სიხშირით მოწვევა. ბოლო თვის განმავლობაში ეს საბჭო ორჯერ იყო მოწვეული“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამისათვის ამ საკითხის მოსაგვარებლად და სამწუხაროდ მე შარშან არ ვიყავი იმდენ დეტალში ჩარეული, რამდენშიც წელს ვარ. ერთი თვის წინ შევქმენით სოციალური საბჭო, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და საბოლოო სტრუქტურა ჯერ არ აქვს, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტო წარმომადგენლები, რომელიც სამინისტროს ნაწილია.

საბჭოს ფუნქცია არის პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა სოციალურ მუშაკებთან და შეხვედრები გეგმურად თვეში ერთხელ არი გაწერილი, შეიძლება მოწვეული იქნას ნებისმიერი სიხშირით.

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ბავშვის დედა 22 იანვარს დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 24 იანვარს შეეფარდა. ლეილა ქსოვრელს ​შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

ამასთან, ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 30 იანვარს ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.