თბილისში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას პატიმრობა შეეფარდა
თბილისში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას პატიმრობა შეეფარდა

თბილისში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების მიზეზი მოსამართლემ განმარტა.

„უნდა დადგინდეს, საბოლოოდ რამდენად იყო დედის მხრიდან გაუფრთხილებლობა. ამ პირობებში თავისუფლებაში ყოფნა არ არის მიზანშეწონილ. არსებობს უამრავი კრიტიკული კითხვა ბრალდებულის მიმართ. უნდა გამოიკითხოს ბევრი მოწმე. ნდობა არ არის გამოძიების ორგანოს მხრიდან ბრალდებულის მიმართ და არ არის სასურველი თავისუფლებაში იყოს. ეს ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას“, – აღნიშნა საქმის მოსამართლემ.

პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე ითხოვდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროცესის დაწყებისას პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება.

პროკურორმა განმარტა, რომ საქმის მასალები პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს, რისი საჯაროდ გაჟღერებაც კანონდარღვევაა.

ლეილა ქსოვრელს ​შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ედება ბრალად.