თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს

20:10, 22.01.2019

პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს.

2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

პოლიციამ გარდაცვლილის მშობლები, ოჯახის წევრები და მოწმეები გამოკითხა.

მეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა.

მსგავსი