დავით სერგეენკო - ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევის მრავალგვარი მცდელობა არსებობს, თუმცა ეს კანონისა და საჯარო კომუნიკაციის ფარგლებში ხდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ–ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის მიერ გარიგების შეთავაზებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება.
დავით სერგეენკოს თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევის მრავალგვარი მცდელობა არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ კანონისა და საჯარო კომუნიკაციის ფარგლებში ხდება.
„ამ განცხადებას ცალსახად გამოვრიცხავ. ის, რომ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევის მრავალგვარი მცდელობა არსებობს, ამას გიდასტურებთ, თუმცა ეს არის კანონისა და საჯარო კომუნიკაციის ფარგლებში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.