დავით სერგეენკო - „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პასუხისმგებლობა აქვს, დოკუმენტზე ხელს იძულებით ვერ მოვაწერინებთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი შესრულდეს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმებაზე ხელის არმოწერის საკითხს, ამასთან დაკავშირებით სერგეენკომ აღნიშნა, რომ მათ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, მოაწერს თუ არა ხელს ეს პარტია მიშელის დოკუმენტს.
„19 აპრილიდან დიდი დრო არ გასულა და ამის გამო შეიძლება, რაღაც ეპოქალური შედეგი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ეს ადამიანები რეზოლუციაში აფიქსირებენ, ოპოზიციამ და პოზიციამ რა უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, ორივე მხარემ ამ რეკომენდაციებს ანგარიში უნდა გაუწიოს. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობს რისკი, ვერაფერს ვუპასუხებ, რადგან ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და შეჯერებული დოკუმენტი მიეღოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ეს ყველამ გააკეთა. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ხელს ვერ დავუჭერთ და დოკუმენტზე ძალით ვერ მოვაწერინებთ. დანარჩენი ყველა შეუერთდა ამ შეთანხმებას. ამოცანა არის, რონ ამ ხელშეკრულებაში გაწერილი ყველა პუნქტი შესრულდეს. თუ არ მოაწერს ხელს ეს ხალხი, დაე, ნუ მოაწერს. ამით ტრაგედიას ვერ შევქმნით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.