დავით სერგეენკო - ნამდვილად არის ლოგიკა მოსაზრებაში, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ წევრობამ განაპირობა
სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები ჩემში კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რეიტინგებში მეც ვმონაწილეობდი. რეიტინგების უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკური წონას სამომავლოდ მისი ხედვები წარმოადგენს.
„მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ამაში ლოგიკა ნამდვილად არის. რამდენად კონკურენტი იქნება გახარია, ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება იმ ხედვაზე, რასაც ის წარმოადგენს. ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, ორ სამინისტროს ხელმძღვანელობდა, პრემიერი იყო და ეს მის პოლიტიკურ წონას განაპირობებს, მაგრამ რა ხედვას წარმოადგენს, ამაზე იქნება მაქსიმალურად დამოკიდებული მისი კონკურენტობა“, – განაცხადა სერგეენკომ.