დავით სერგეენკო - მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც აქამდე იყო, მნიშვნელოვანია, მომზადდა პლაცდარმი, რომ მოლაპარაკებებმა პროგრესი განიცადოს
დავით სერგეენკო - მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც აქამდე იყო, მნიშვნელოვანია, მომზადდა პლაცდარმი, რომ მოლაპარაკებებმა პროგრესი განიცადოს

მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც აქამდე იყო ჯერ ფასილიტაციით, შემდეგ მედიაციით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და ჩემი აზრით, მომზადდა პლაცდარმი, საფუძველი იმისათვის, რომ მოლაპარაკებებმა პროგრესი განიცადოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ დანიელსონის მონაწილეობით ვერ მოხდა შეთანხმება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება საერთოდ ვერ შედგება.

„საერთაშორისო ინსტიტუციები, პარტნიორი ქვეყნები ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. ალბათ, ბოლო კვლევა კიდევ ერთი დადასტურება იყო ამ პოზიციის. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს და კიდევ ვინ უნდა უთხრას ამ ადამიანებს, რომ თავისი ამომრჩევლის ნება შეასრულონ“, – განაცხადა სერგეენკომ.