დავით სერგეენკო - არ ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ უნდა დაინიშნოს.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ქვეყანაში სულ მცირე ორი კომპონენტი უნდა არსებობდეს. კერძოდ, დავით სერგეენკოს განმარტებით, სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
„არ ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია“, – განაცხადა სერგეენკომ.