დავით სერგეენკო ხონის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ პირველ არხს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ხონელობა-გიორგობის სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვა. მან მინისტრს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა.
დავით სერგეენკო წარდგენილ კანდიდატებს შორის „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ გამოავლინა. მასთან ერთად ტიტული განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, გენერალ – ლეიტენანტს, საქართველოს პოლიტიკური უნივერსიტეტის კანცლერს, მეცნიერ ჯემალ გახოკიძეს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა მელაძესა და პედაგოგ ლიანა ბალავაძეს ხვდა წილად.
გიორგობისა და ხონელობის დღესასწაული ტრადიციულად 6 მაისს აღინიშნება.