დავით სერგეენკო - „ჯერარსი“ იქნება არა ელიტური, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი კლინიკა
დავით სერგეენკო - „ჯერარსი“ იქნება არა ელიტური, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი კლინიკა

ეს იქნება არა ელიტური, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი კლინიკა, სადაც დროული და ადრეული დიაგნოსტიკის, გართულებების თავიდან აცილების ხარჯზე იქნება ხარჯეფექტური და ხარისხიანი მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თემქაზე, კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკა 208 სტაციონარულ საწოლზეა გათვლილი და ტექნოლოგიურად კარგად არის აღჭურვილი.

„დღეს გაიხსნა კიდევ ერთი ახალი კლინიკა, რომელიც 208 სტაციონარულ საწოლზე არის გათვლილი, თუმცა ამბულატორიული და დიაგნოსტიკური ნაწილი საკმაოდ დიდია. მრავალპროფილური კლინიკაა, თუმცა უფრო აქცენტირებულია კარდიოლოგია და გულის ქირურგია, როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა.

ნიშანდობლივია ის, რომ ტექნოლოგიურად ეს მართლაც კარგად აღჭურვილი კლინიკაა და ნამდვილად მაქვს იმის მზაობა და მოლოდინი, რომ კლინიკა შესთავაზებს რეალურ, ხარჯეფექტურ ფასებს პაციენტებს, რადგან სახელმწიფო ტარიფი, პრინციპში, ყველასთვის ერთია.

ეს იქნება არა ელიტური, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი კლინიკა, სადაც დროული და ადრეული დიაგნოსტიკის, გართულებების თავიდან აცილების ხარჯზე იქნება ხარჯეფექტური და ხარისხიანი მკურნალობა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

თბილისში, თემქაზე კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნა. კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.