დავით სერგეენკო - ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში 2019 წლის ბოლოს გადავა
დავით სერგეენკო - ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში 2019 წლის ბოლოს გადავა

ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში 2019 წლის ბოლოს გადავა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორ მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საავადმყოფო ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სანამ ახალ შენობაში გადავა, სამინისტრომ გამოყო თანხა, რომ გარემონტდეს არსებული შენობა.

 

“ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურულად მართლაც მძიმე მდგომარეობაა. ადგილი შერჩეულია – ლუბლიანას სამედიცინო დაწესებულებების კლასტერში. პროექტირების სამუშაოები უკვე დაწყებულია და მალე დასრულდება.  ახალი კლინიკა იქნება 2019 წლის ბოლოს, თუმცა იქამდე ამ ინფრასტრუქტურით მართლაც ძალიან გაუჭირდებათ სრულყოფილი ფუნქციონირება, ამიტომ გამოიყო თანხები, რომ გარემონტდეს არსებული კორპუსი, მოხდეს შესაბამისი აღჭურვაც და სამედიცინო აპარატურაც მიეწოდოთ მალე, ვიდრე ახალი კლინიკა აშენდება”, – განაცხადა სერგეენკომ.