დავით სერგეენკო - გზავნილები, რომელიც ბრიუსელში ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გახმოვანდა, იმედია, მოლაპარაკებას უფრო კონსტრუქციულს გახდის
გზავნილები და რეკომენდაციები, რომელიც ბრიუსელში ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გუშინ გახმოვანდა, იმედია, მოლაპარაკების მიმდინარეობას შეცვლის და მას უფრო კონსტრუქციულს, პოზიტიურს გახდის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, რთული წარმოსადგენია უფრო მეტად კონკრეტული რეკომენდაციები.
„რთული წარმოსადგენია უფრო კონკრეტული რეკომენდაციები, ვიდრე გუშინ ითქვა – ის, რომ საპარლამენტო არჩევნებმა მოსახლეობის ნება ასახა და ხარვეზები ახლა გამოსწორების გზაზეა, რომელიც შედეგებზე ვერ იქონიებდა გავლენას. რაც შეეხება მითითებას ვადამდელი არჩევნებზე, ამას ევროპა ვერც გააკეთებდა, თუმცა მათი გზავნილები ნათელი და ცალსახაა“, – განაცხადა სერგეენკომ.