დავით სერგეენკო - გამიჭირდება პროგნოზირება, ისაუბრებს თუ არა მარგველაშვილი სამომავლო გეგმებზე
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, პრეზიდენტის რანგში საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ბოლოა, რაც განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხდა, პრეზიდენტის გამოსვლა იმ გზავნილებისგან შედგება, რასაც ის საჭიროდ მიიჩნევს და წინასწარ ამუშავებს.
„გამიჭირდება წინასწარ პროგნოზირება იმის, ისაუბრებს თუ არა სამომავლო გეგმებზე. მან ერთ–ერთ გამოსვლაში ახსენა, რომ არ გამორიცხავს ამას, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
შეიძლება, ამის შესახებ დღეს განაცხადოს, რადგან პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლაა“, – განაცხადა სერგეენკომ კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატობა გადაწყვიტოს.