დავით სერგეენკო ფოთში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
დავით სერგეენკო ფოთში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფოთში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„შეხვედრაზე ერთმანეთს სიახლეები გავუზიარეთ, ხედვები შევაჯერეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ინოვაციური ხედვის დანახვა შეიძლება კოლეგებთან სწორედ ასეთი ურთიერთობის დროს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, ფოთში, პირველ რიგში, სამშობიარო სახლში არსებული პრობლემებია მოსაგვარებელი. სერგეენკოს განცხადებით, მედიცინის წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრები მომავლშიც გაიმართება.