დავით სერგეენკო - „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიას წასვლას გადინებას დავარქმევთ, თუ რაიმე ერთიანობის მსხვრევას, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა
დავით სერგეენკო - „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიას წასვლას გადინებას დავარქმევთ, თუ რაიმე ერთიანობის მსხვრევას, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა

ჩემი აზრით, ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიამ რა არგუმენტებით ისარგებლა ჩემთვის უცნობია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანი არასდროს ყოფილა.

„ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილების შესახებ მედიის საშუალებით გავიგე და რაღაც საფუძვლების წარმოშობის მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს, ამას გადინებას დავარქმევთ, თუ რაიმე ერთიანობის მსხვრევას. ჩემი აზრით, ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიამ რა არგუმენტებით ისარგებლა ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა სერგეენკომ.