დავით სერგეენკო - დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი
დავით სერგეენკო - დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი

ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს გარკვეული ნერვოლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზეც კვლევები ტარდება.

„ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადამიანი ხდება ავად, მისი ოჯახის წევრებს აქვთ ყველაფრის უფლება, დასვან ნებისმიერი კითხვა და ჰქონდეთ ნებისმიერი მოთხოვნა, ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველა კითხვას ამომწურავად გავცეთ პასუხი. რაც შეეხება პირად კონტროლზე აყვანას, სამსახურებრივი მოვალეობების გამო, უამრავი, ასეულობით პაციენტი მყავს პირად კონტროლზეც. ამ შემთხვევაშიც პირველივე წუთებიდან საქმის კურსში ვარ კვლევის შედეგების დონეზე”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში პენიტენციური დაწესებულებიდან წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით 15 თებერვალს გადაიყვანეს.