დავით სერგეენკო - სწორი გამოსავალია, დაფინანსების კანონპროექტზე არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების შეჯერება საქმიანი დისკუსიით მოხდეს და არა შეთვლა-შემოთვლით
მოტივაცია, თუ რატომ უნდა იქნას კანონპროექტი მიღებული, არის, რომ პარტიები, რომლებიც არ აპირებენ ქვეყნის პოლიტიკურ და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას, მათ დაფინანსება უნდა შეუწყდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, სასურველია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკითხთან დაკავშირებით საქმიან სივრცეში ისაუბრონ.
„ოპოზიციის არგუმენტებიც გასაგებია, თუმცა ნამდვილად ვისურვებდი, რომ არგუმენტები და კონტრარგუმენტები გაზიარებული იყოს აქ, საქმიან სივრცეში და არა შეთვლა-შემოთვლით.
ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლებრივი სფეროს გარეთ მიღებული, სამართლებრივად იქნება გამყარებული. ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების შეჯერება მოხდეს საქმიანი დისკუსიით. ეს არ იქნება მოსაწონი ოპოზიციისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ყველა არგუმენტი იქნება საჯაროდ მოყოლილი და ყველას ექნება საშუალება, გაითვალისწინოს და საქმის კურში იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.