დავით საგანელიძე- ლიკანის რეზიდენციის სრული რეაბილიტაცია ზაფხულში დაიწყება
ლიკანის რეზიდენციის სრული რეაბილიტაცია ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ პირველ არხთან საუბრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, რომანოვების სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაზაფხულზე გაიმართება.
დავით საგანელიძემ იმ მიმართულებებზეც ისაუბრა, რაც ლიკანის რეზიდენციის რეკონსტრუქციის ფარგლებში განხორციელდება.
„პირველი იქნება ტერიტორიის რეკონსტრუქცია და რომანოვების დროინდელი ზუსტი ასლის გაკეთება, მეორე- თვითონ შენობის რეაბილიტაცია იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა, მესამე -მუზეუმოგრაფია, რაც შენობაში მუზეუმის განთავსებას გულისხმობს. მუშაობა ალბათ ლბათ უკვე ზაფხულიდან დაიწყება, გაზაფხულზე კი პროექტის პრეზენტაციაზე მოგიწვევთ, რომელიც უკვე წელიწად-ნახევარია საკმაოდ სერიოზული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ მუშავდება”,-განაცხადა დავით საგანელიძემ.