დავით რაქვიაშვილი - უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდაა მნიშვნელოვანი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო შეცვლილია. ამის შესახებ დავით რაქვიაშვილმა უშიშროების საბჭოს დღევანდელის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში საქართველოს ესაჭიროება უფრო მეტი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან.
„ყველას ესმის, რომ საქართველოს გარშემო უსაფრთხოების გარემო არის შეცვლილი. ამ ვითარებაში საქართველოს ესაჭიროება უფრო მეტი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან. იმის მიუხედავად, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს დღეს ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამ ვითარებაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდაა მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებას სენატში და კონგრესში. კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხზე სრული ერთსულოვნებაა“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.