დავით ნარმანია - უმჯობესია, სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევის პროცედურაზე იურისტებმა იმსჯელონ
სემეკ-ის წევრის, დავით ნარმანიას მოსაზრებით, უმჯობესია, სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევის პროცედურაზე იურისტებმა იმსჯელონ.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით ნარმანია პარლამენტში კენჭისყრის გადადებას გამოეხმაურა.
„ეს არ არის კომიკური ვთარება. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხის იურისტებს შორის წინასწარ იყო გავლილი და შესაბამისად, გაკეთდა წარდგინება. თუ საკანონმდებლო ხარვეზი და ვაკუუმია, უნდა გასწორდეს, რათა შემდგომში ჩანაწერი მკაფიო იყოს. ეს მხოლოდ სემეკ-ს არ ეხება. პარლამენტი წევრებს ირჩევს, თავმჯდომარეს მაღალი ლეგიტიმაცია აქვს და წესით პარლამენტი უნდა ირჩევდეს“, – განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო.