დავით ნარმანია - მინდა, კახა კალაძეს ვუსურვო, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასარგებლო და სასიკეთო პროგრამა განახორციელოს
დავით ნარმანია - მინდა, კახა კალაძეს ვუსურვო, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასარგებლო და სასიკეთო პროგრამა განახორციელოს

მინდა, კახა კალაძე ვუსურვო წარმატებები და ვუსურვო, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასარგებლო და სასიკეთო პროგრამა განახორციელოს, რაც პირადად ჩემთვის, თქვენთვის, თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და გვექნება კიდევ უკეთესი ქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ მერიაში განაცხადა, სადაც კახი კალაძეს მერიის თანამშრომლები გააცნო.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სამი წელი ძალიან დატვირთული იყო გამოწვევებით, ქალაქში არსებობდა უამრავი პრობლემა, რომელთა ნაწილი დაძლეულია.

“არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც დღემდე რჩება გამოწვევად. ეს არის ტრანსპორტთან დაკავშირებული ნაწილი, საცობები ქალაქში, რაც ყურადსაღებია და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება განსახორციელებელი მომავალში, რომლითაც ჩვენ შემდეგ ამ თვალსაზრისით უფრო მოწესრიგებული ქალაქი გვქონდეს. ახალ მერს თავის პროგრამაში ეს ყველაფერი სათანადოდ აქვს წარმოდგენილი. ექნება შესაბამისი რესურსები და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს სათანადოდ, ჩვენს ქალაქს სჭირდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.