დავით მირცხულავა - ორი ოპერაცია ერთდროულად გამიკეთეს ე.წ. არამიანცში და მეორე დღეს დრენაჟებით ვიყავი ისევ გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში
დავით მირცხულავა - ორი ოპერაცია ერთდროულად გამიკეთეს ე.წ. არამიანცში და მეორე დღეს დრენაჟებით ვიყავი ისევ გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში

ორი ოპერაცია ერთდროულად გამიკეთეს ე.წ. არამიანცში და მეორე დღეს დრენაჟებით ვიყავი ისევ გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში, – ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით მირცხულავამპოსტივის“ ეთერში განაცხადა.

როგორც დავით მირცხულავამ აღნიშნა, დაკავების შემდეგ, ოჯახის წევრები პირველად წელიწადისა და რვა თვის შემდეგ ნახა.

„სახლიდან გამოვდიოდა და სამსახურში მივდიოდი როცა დამაკავეს, მთელი ეზო ფიქრის გორა იყო ბლოკირებული, სპეცრაზმი იყო, გაუგებრობა იყო იმდენად, რომ მანქანაში ვინც დასხდნენ და გადმომიყვანეს, იმათმა რომ დამინახეს რამდენიმე ადგილზე სნაიპერის, სპეცრაზმის კომუფლიაჟში იყვნენ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ისინი საიდან მოვიდნენ. ყველაზე კომიკური იყო, როდესაც პროკურატურაში მივედი, პროკურატურაში არ იყო გაცემული ის, რომ დაბარებული ვიყავი საერთოდ, შესვლაზე იყო პრობლემა. არ ვიცი, მოწყობილი იყო ფსიქოლოგიური შეტევა იყო თუ სხვა რამ არ ვიცი. ამის შემდეგ გადამიყვანეს კარდიოლოგიის ინსტიტუტში, შემდეგ გადამიყვანეს „ლეჩკობიტანში“, ამის შემდეგ წამიყვანეს ციხის საავადმყოფოში, გადაყვანის დროს დამაწვინეს ასფალტზე, რადგან საკაცე არ იყო, ვიდრე საკაცე მოვიდა, გავიდა კარგა ხანი, ეს ხდებოდა იანვრის თვეში. ციხის საავადმყოფოში არც წამალი იყო, ექიმები კი იყვნენ, მაგრამ როცა არაფრის საშუალება არ გაქვს, უბედურება ხდებოდა იქ. დღეს, როცა ვუყურებ ციხის საავადმყოფოს, იმ პერიოდში „ლეჩკომბინატიც“ კი არ იყო ასე მოწყობილი. შემდეგ იყო ორი ოპერაცია ერთდროულად გამიკეთეს ე.წ. არამიანცში და მეორე დღეს დრენაჟებით ვიყავი ისევ, გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში, მაგრამ იმავე საღამოს დრენაჟებით გადამიყვანეს მეშვიდეში, მაშინ გახსნეს, რადგან ქვედა სართულზე იყვნენ ქურდები და ზედა სართულზე პირველი ჩვენ შევედით. შეცდომა ისეთი მოუვიდათ, რომ მუდმივად აჩვენებენ და მაყურებელს გონია, რომ მარტო გლდანის ციხეში იყო კარანტინის დაშლა, ის კარანტინი „გუბერცკში“ რა იყო, ის არ უნახავთ. იქ საშინებელა იყო საერთოდ. ის გუბე შუაში, რომ იყო, იქ ეყარნენ და ცემა-ტყეპა და უბედურება იქ იყო. თავიდან საკაცით „გუბერცკის“ ციხეში მიმიყვანეს, იქ ვერ გაარკვიეს, სად უნდა წავსულიყავ და მერე გადამიყვანეს მეშვიდეში. მერე მოიყვანეს მეშვიდეში სულხან მოლაშვილი. ჩემი ოჯახის წევრები პირველად ვნახე წელიწადი და რვა თვის შემდეგ. მიზეზი იყო, რომ მისჯლი არ მქონდა, მუდმივად პრობლემა ჰქონდა ადვოკატს, არ უშვებდნენ ციხეში. მაშინ ჩემი ადვოკატი იყო ეკა ბესელია და მუდმივად იბრძოდა“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

დავით მირცხულავა 2003 წლის დეკემბერში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს. 2008 წლის იანვარში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ მირცხულავა, კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელ სულხან მოლაშვილთან ერთად შეიწყალა.

2015 წელს სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოიტანა. საქართველოს მთავრობამ მირცხულავას მიმართ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივანს კომპენსაციის სახით 5 000 ევრო შესთავაზა. მომჩივანი საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად დაეთანხმა.