დავით ლორთქიფანიძე საქართველოს ეროვნულ მუზეუმს კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს
დავით ლორთქიფანიძე საქართველოს ეროვნულ მუზეუმს კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანებაში.
ბრძანებას მინისტრის პირველი მოადგილე კარლო (კახა) სიხარულიძე აწერს ხელს.
აღნიშნული საქართველოს პირველ არხს დავით ლორთქიფანიძემაც დაუდასტურა.
მისი თქმით, ეროვნულ მუზეუმთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას იგი ერთი თვის ვადაში წარუდგენს სამინისტროს.
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თანამდებობას დავით ლორთქიფანიძე 2004 წლიდან იკავებს. 27 მაისს საქართველოს საპატრიარქომ დავით ლორთქიფანიძე გელათის რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს დირექტორად დანიშნა.