„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ მის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული.
მისივე თქმით, პოლიციის განყოფილებაში თავად მივა იმის გასარკვევად, თუ რას უკავშირდება მობილიზება.
„ჩემს სახლთან დაახლოებით 20 წუთის წინ პოლიცია იყო მობილზებული. ნამდვილად არ ვიცი, რა ხდებოდა. მას შემდეგ, რაც დავურეკე ადვოკატს და პრესას, დაიშალნენ პოლიციელები. არ ვიცი გახარიამ რა თქვა, მაგრამ ეს გავს შეშინებული მთავრობის ნაბიჯს. ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებენ და ვერც უკან დახევას გვაიძულებენ. ახლა გადავალ უახლოეს განყოფილებაში და გავიგებ რას უკავშირდებოდა ეს მობილიზება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა.