დავით კირკიტაძე - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საშუალება მექნება, განვაცხადო, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს თუ არა იმ მიმართულებით იმოძრაოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხს
დავით კირკიტაძე - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საშუალება მექნება, განვაცხადო, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს თუ არა იმ მიმართულებით იმოძრაოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხს

შეხვედრის შემდეგ საშუალება მექნება, განცხადება გავაკეთო, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს თუ არა იმ მიმართულებით იმოძრაოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხს და პარტნიორებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენი გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ. ვაპირებთ, რომ გეგმა სამუშაო ჯგუფსაც წარვუდგინოთ. ვნახოთ, დღეს პირველი შეხვედრა ტარდება. ალბათ შეხვედრის შემდეგ საშუალება მექნება, განცხადება გავაკეთო, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს თუ არა იმ მიმართულებით იმოძრაოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს პარტნიორებს.

რეკომენდაციები არის დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან სასამართლოს რეფორმით დასრულებული. ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქი, არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია, შეიქმნას სამუშაო ადგილები და იყოს ღირსეული დასაქმების საშუალება“, – განაცხადა კირკიტაძემ.

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის, ასევე წარმომადგებლები ესწრებიან. შეხვედრაზე ოპოზციიიდან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები. ასევე იმყოფებიან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრას არ ესწრებიან „ლელოს“ წარმომადგენლები.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პროცესი ფარსია და რეკომენდაციების შესრულებას მიზნად არ ისახავს. შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემაა ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაა.