დავით ხაჯიშვილი - „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისტანცირება და პრეზიდენტის, როგორც საქორწილო გენერლად დატოვება უნდა
პრეზიდენტის ინსტიტუტის დისტანცირება, ყველაფრის მოკვეთა და პრეზიდენტის, როგორც საქორწილო გენერლად დატოვება უნდათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.
ხაჯიშვილის თქმით, ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ საბოტაჟირებას აკეთებს კანდიდატის სტატუსის მიმართ.
„პრეზიდენტის ინსტიტუტის დისტანცირება, ყველაფრის მოკვეთა და პრეზიდენტის, როგორც საქორწილო გენერლად დატოვება უნდათ. პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება არაფრის მკეთებელი ქვეყანაში. თუ იურიდიული მხარე იქნება ისეთი ძლიერი, რომ შეგვეძლება, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ, ამ ნაბიჯს გადავდგამთ“, – აცხადებს ხაჯიშვილი.