დავით ხაჯიშვილი - ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ შეთანხმება არსებობს, „ქართული ოცნება“ ზოგიერთ დიდ ქალაქში ოპოზიციაშია
დავით ხაჯიშვილი - ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ შეთანხმება არსებობს, „ქართული ოცნება“ ზოგიერთ დიდ ქალაქში ოპოზიციაშია

ფაქტია, გაერთიანება შემდგარია და „ქართული ოცნება“ ზოგიერთ დიდ ქალაქში რომ ოპოზიციაშია, ესეც ფაქტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა აღნიშნა მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკაშირებით, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიასთან „საქართველოსთვის“ რეგიონებში კოალიცია აქვს.

როგორც ხაჯიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობას თუ წაადგება, თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავს.

„გაერთიანება რომ შემდგარია, ფაქტია და „ქართული ოცნება“ ზოგიერთ დიდ ქალაქში რომ ოპოზიციაშია, ესეც ფაქტია. ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ზუგდიდში და ბათუმშიც იგივე მოხდებოდა, რომ არ გაყიდულიყო გახარიას ერთი დეპუტატი და ნუგზარ ფუტკარაძე რომ არ მოეკლათ, იქაც ისეთივე მდგომარეობა იქნებოდა, როგორც რუსთავში ან ზუგდიდშია. ჩვენი პარტიისთვის მთავარია, რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში და მმართველობაში არ იყოს. გაერთიანება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, შეთანხმება არსებობს და ფაქტია, რომ ამ შეთანხმების პირობებში „ქართული ოცნება“ ოპოზიციაშია. ამ ბოლო დროს გახარიას გუნდი ძალიან კომიკურია განცხადებებში. მე ფაქტებით გელაპარაკებით. ჩვენს მოსახლეობას თუ წაადგება, პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ვინმესთან ვითანამშრომლოთ, გარდა „რუსული ოცნებისა“, – განაცხადა ხაჯიშვლმა.