დავით ხაჯიშვილი - ნიკა გვარამიას და ყველა ოპოზიციონერს, მინდა, ვუსურვო წარმატება
დავით ხაჯიშვილი - ნიკა გვარამიას და ყველა ოპოზიციონერს, მინდა, ვუსურვო წარმატება

მე შემიძლია, გავაკეთო კომენტარი ჩვენს მიზნებსა და გეგმებზე, ეს არის რეალური ცვლილებები ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

ხაჯიშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გვარამია თანამშრომლობას განიხილავს ყველასთან, მათ შორის მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც.

„ჩვენი მიზნები და გეგმები კარგად იცით, რეალური ცვლილებები ქვეყანაში. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ყველა იმ ოპოზიციონერს, ვინც ამ გეგმაში ჩვენ გვეთანხმება, ვუსურვებთ წარმატებებს ოპოზიციაში. მე გვარამიას და ყველა ოპოზიციონერს, მინდა, ვუსურვო წარმატება“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების“.