ნიკა გვარამია - განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების
ნიკა გვარამია - განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების

ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ მთლად კორექტული იყოს, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გეგმებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.

„ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ მთლად კორექტული იყოს, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, – პოზიციები გავცვალეთ, მისი დამოკიდებულება ჩემი გეგმების მიმართ და ჩემი დამოკიდებულება მისი გეგმების მიმართ“.

გვარამიას თქმით, ფართო სათანამშრომლო ფორმატების მომხრეა.

„განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, ნიკა მელიასთანაც, ზურასთან (ჯაფარიძე) და ელენესთანაც (ხოშტარია). ზოგადად, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა ოპოზიციაში რანაირად შეიძლება რომ არ მოხდეს, არჩევნების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, გამორიცხულია, სხვანაირად იყოს. ოპოზიციური კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.