დავით კაჭარავა - არ მგონია, ოდესმე ის დღე გათენდეს, რომ ძალა, სადაც მერაბიშვილი იქნება, კიდევ მობრუნდეს ხელისუფლებაში
არ მგონია, ოდესმე ის დღე გათენდეს, რომ ძალა, სადაც მერაბიშვილი იქნება, კიდევ მობრუნდეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ ვანო მერაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
„ამ ადამიანთან დაკავშირებით საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ვფიქრობ, კითხვის ნიშნები საერთოდ არ არის. ეს არის მათი ხელწერა და გზა ვანო მერაბიშვილთან ერთად. ამას საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ უთხრა უარი. არ მგონია, ოდესმე ის დღე გათენდეს, რომ ეს ძალა, სადაც მერაბიშვილი იქნება, კიდევ მობრუნდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა კაჭარავამ.
ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის მოტყუებით ცდილობს, ეს აქცია აპოლიტიკურად გამოაცხადოს.
„„ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, ეროვნული საკითხები, გულწრფელი ადამიანების პოზიცია გამოიყენოს თავის სასიკეთოდ და ეს ყველაფერი მანქანად აქციოს. რამდენიმე დღის წინაც ვნახეთ ეს. ზუსტად იმავეს დასტურია 9 აპრილს დაანონსებული აქცია, შეფარვით, ისევ ხალხის მოტყუებით ცდილობენ, ეს აქცია აპოლიტიკურად გამოაცხადონ “, – განაცხადა კაჭარავამ.